კანადაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სროლების შედეგად, პოლიციამ ხუთი ადამიანი გარდაცვლილი იპოვა

კანადის ქალაქ ოშავაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სროლების შედეგად, პოლიციამ ხუთი ადამიანი გარდაცვლილი იპოვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი მამაკაცი, ერთი ქალი და ორი მოზარდი. კიდევ ერთი ქალი დაჭრილია, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხში ესროლეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ ადამიანი, რომელიც ისროდა, გარდაცვლილია. მეზობლების ინფორმაციით, სახლში, სადაც ისროდნენ, მასწავლებლები ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს