Spiegel - ბოთლზე, რომელიც ალექსეი ნავალნის თვითმფრინავში ჰქონდა, მომწამვლელი ნივთიერების კვალი აღმოჩნდა

მიუნხენის ბუნდესვერის ფარმაკოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა ალექსეი ნავალნის სისხლში, შარდსა და კანზე „ნოვიჩოკის“ ჯგუფიდან მომწამვლელი ნივთიერების კვალი აღმოჩინეს, ასევე ბოთლზე, რომელიც თან ჰქონდა თვითმფრინავში ყოფნისას. ამის შესახებ გამოცემა „შპიგელი“ სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ანალიზის შედეგები გაჟღერდა კანცლერ ანგელა მერკელთან, ვიცე კანცლერთან, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებთან, ასევე, სხვა ოფიციალურ პირებთან გამართულ შეხვედრაზე.

გამოცემის თანახმად, სპეციალისტების განცხადებით, შხამი ნამდვილად „ნოვიჩოკის“ ჯგუფს განეკუთვნება.

„შპიგელის“ მიხედვით, ბოთლიდან, რომელიც ექიმებს ნავალნის ახლობლებმა გადასცეს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სვამდა მოწამვლის შემდეგ და სწორედ ამგვარად აღმოჩნდა შხამის კვალი ბოთლზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო