ადვოკატი - როდესაც აბებზეა საუბარი, რატომ არ ავრცელებენ ინფორმაციას, რომ გასახდომი ჩაიც შეიძინა თამარ ბაჩალიაშვილმა - თუ თვითმკვლელობას აპირებდა, ვისთვის ყიდულობდა ამ ჩაის?

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ვერსია - თვითმკვლელობა, გამოძიებას თავიდანვე ჰქონდა შემუშავებული, რადგან ეს ორგანიზებული იყო. ამის შესახებ მან, „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

რამიშვილის თქმით, საგამოძიებო უწყებამ თამარ ბაჩალიაშვილის მიერ აბების ყიდვის ვიდეოჩანაწერები გამოაქვეყნა და აპელირება წამლებზე გააკეთა, მაგრამ ყურადღება არ გაამახვილა იმაზე, რომ ის გასახდომ ჩაისაც ყიდულობს, რაც მას კითხვის ნიშნებს და ეჭვებს უჩენს გამოძიების მიმართ.

„გარდაცვალების საბოლოო ვერსია დასაწყისშივე ჰქონდათ, როდესაც 23 ივლისს გამოვიდნენ და თქვეს, რომ აბებია აღმოჩენილი, წერილია აღმოჩენილი და ფსიქოლოგი ჰყავდაო. ანუ ჯერ არ იყო დადგენილი, საერთოდ რა მიზეზით იყო გარდაცვლილი, მკვლელობა იყო ეს თუ თვითმკვლელობა, მაგრამ ვერსია უკვე თავიდანვე ჰქონდათ, რადგან ორგანიზებული იყო. როდესაც ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ და აბებზეა საუბარი, რატომ არ ავრცელებენ ინფორმაციას, რომ აბებთან ერთად გასახდომი ჩაიც შეიძინა თამარმა. აპელირებას აკეთებენ აბების ყიდვაზე და ძალიან გასაკვირია, ნუთუ არ უნდა დაუკვირდნენ, არ უნდა ჩაწვდნენ გასახდომ ჩაის ყიდულობს ეს გოგო. მე კითხვის ნიშანი და ეჭვი მიჩნდება, რომ გადაადგილდებოდა და მიდიოდა მისთვის უცნობ ადგილას, როდესაც წაშლილია ყველანაირი ლოკაცია, ყველანაირი ზარი, ყველანაირი წერილი, სად უნდა წასულიყო, იქნება ვიღაცამ სთხოვა მაინც აქეთკენ მოდიხარ და რაღაც აბები მჭირდება და წამომიღეო. ადამიანი ყიდულობს გასახდომ ჩაის და თუ მართლა თვითმკვლელობას აპირებდა, რისთვის და ვისთვის ყიდულობდა ამ გასახდომ ჩაის“, - განაცხადა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პროკურატურამ ვიდეოკამერების ჩანაწერები გაასაჯაროვა, რომლებიც ასახავენ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის სხვადასხვა აფთიაქებში ყოფნის, კონკრეტული მედიკამენტების და ჩაის შეძენის ფაქტს.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა