დონალდ ტრამპი - ჯერჯერობით არ გაგვაჩნია იმის მტკიცებულება, რომ ნავალნი მოწამლულია, თუმცა აშშ-მ ეს საკითხი სერიოზულად უნდა შეისწავლოს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მის ადმინისტრაციას ჯერჯერობით არ გააჩნია იმის მტკიცებულება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოწამლულია, თუმცა შეერთებულმა შტატებმა ეს საკითხი სერიოზულად უნდა შეისწავლოს.

„ზუსტად არ ვიცი რა მოხდა. ვფიქრობ, ეს ტრაგედიაა, საშინელებაა, არ უნდა ხდებოდეს. ჯერჯერობით მტკიცებულება არ გვაქვს, თუმცა შევისწავლი,“- აღნიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ძალიან გაბრაზდება, თუკი აღმოჩნდება, რომ ნავალნი მოწამლულია.

„ვფიქრობ, ეს საკითხი ძალიან სერიოზულად უნდა შევისწავლოთ. თუ ეს ასეა, ძალიან გავბრაზდები. შევხედავთ ციფრებსა და დოკუმენტებს, რადგან ჩვენ ძალიან ბევრ დოკუმენტს გამოგვიგზავნიან უახლოეს დღეებში“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ არ არსებობს ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ გერმანიის მთავრობის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო