დიმიტრი ლორთქიფანიძე დიდუბე-ჩუღურეთში იყრის კენჭს

დიდუბე-ჩუღურეთში საინიციატივო ჯგუფის სახელით დიმიტრი ლორთქიფანიძე იყრის კენჭს. როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, პოლიტიკური ტაიმაუტი დაასრულა და პოლიტიკურ ცხოვრებას უბრუნდება.

„მიუხედავად იმისა, რომ 3 წლის წინ პოლიტიკური ტაიმაუტი ავიღე და დრო მთლიანად დავუთმე სახალხო დიპლომატიის სამოქალაქო პლატფორმის შექმნას, დიასპორულ ორგანიზაციებთან, საქართველოდან წასულ თანამემამულეებთან საქმიან და სასარგებლო კონტაქტების ძიებას, ვთვლი, რომ მთელი ეს წლები სწორედ პოლიტიკური კლასის ამაღლებასა და უაღრესად მნიშვნელოვანი გამოცდილების შეძენას მოხმარდა. როგორც უფლებადამცველი, სახალხო დამცველობის ხალხისგან მხარდაჭერილი და ხელისუფლებისგან უარყოფილი კანდიდატი, ყოველთვის ვალდებულად ვთვლიდი თავს ადამიანის რეალური კონსტიტუციური უფლებებისთვის ბრძოლა არა მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში, არამედ პოლიტიკურ პრიზმაში გამეტარებინა და მებრძოლა ამ იდეალებისთვის“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისივე განცხადებით, დღეს, როცა მსოფლიო პანდემიურმა ისტერიამ შეცვალა ჩვენი ცხოვრება და ამის ფონზე, წლების წინ საქართველოში დაწყებული სოციალური ექსპერიმენტების ლაბორატორიიდან პრაქტიკულ საქმეზე გადავიდა გაბატონებული პოლიტიკური ლიბერალური სისტემა და უკვე სახელმწიფოს მშენებლობის მთავარ კომპონენტს-ოჯახს შეეხო, სახელმწიფოს მთავარ საყრდენს ეკლესიას ომს უცხადებენ და ამცირებენ მომავალი თაობების თვალში, ისღა დარჩენია ხმა ამოიღოს.

„შევდივარ პოლიტიკურ ბრძოლაში არჩევნების გზით, როგორც დამოუკიდებელი და უპარტიო კანდიდატი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის სახელით“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთში ასევე კენჭს იყრიან - "ქართული ოცნების" კანდიდატი გია ვოლსკი, "გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე, "მოძრაობა ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე და "ლელოს" წევრი ლევან სამუშია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა