„ლელო საქართველოსთვის“ „მარშალის გეგმის” - საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამის პრეზენტაციას მართავს

„ლელო საქართველოსთვის“ „მარშალის გეგმის” - საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამის პრეზენტაციას მართავს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, აღნიშნული გეგმა საქართველოს ეკონომიკის ძირეულ რეკონსტრუქციას გულისხმობს. მისი თქმით, საქართველო ფუნდამენტურ ცვლილებებს საჭიროებს.

“სახელწოდება, რომელიც ავირჩიეთ ჩვენი პროგრამისთვის გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ ომის შემდგომ, როდესაც გერმანიის ეკონომიკა მთლიანად დანგრეული იყო, გერმანიაში შემუშავებული იქნა სპეციალური გეგმა, სახელმწიფო მდივნის, მარშალის მონაწილეობით და ამ გეგმას ეწოდა “მარშალის გეგმა”, იმიტომ, რომ ის გულისხმობდა, ფუნდამენტურ და ძირეულ ღონისძიებებს ეკონომიკის აღსადგენად. საქართველო საჭიროებს ფუნდამეტურ ცვლილებებს. ჩვენი ეკონომიკა საჭიროებს სრულიად ახლებურ და ინოვაციურ მიდგომას იმისათვის, რომ გამოვიდეთ იმ ღრმა კრიზისიდან, რომელშიც აღმოვჩნდით. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. ამიტომ საქართველოს რეკონსტრუქციისა და ეკონომიკის აღორძინების ცვლილებებისათვის აუცილებელია რადიკალური ნაბიჯები და ამიტომ ვუწოდეთ ჩვენს პროგრამას “ლელოს” “მარშალის პროგრამა” საქართველოს რეკონსტრუქციისათვის”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა