ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეს შემოდგომა პირველი სეზონია, როცა გრიპი და კორონავირუსული ინფექცია ერთად იქნება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეს შემოდგომა პირველი სეზონი იქნება, როცა გრიპი და კორონავირუსული ინფექცია ერთად იქნება.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, აღნიშნული ფაქტი ძალიან საფრთხილოა, ვინაიდან სეზონურ გრიპსა და კორონავირუსს ურთიერთდამძიმების პოტენციალი აქვთ.

„მოგეხსენებათ, როგორც წესი, შემოდგომაზე იწყება გრიპის სეზონიც. ჩვეულებრივად, ევროპაში ეს არის მე-40 კვირიდან, მაგრამ საქართველოში უფრო ხშირად ეს არის ოქტომბრის ბოლო კვირა, ან ნოემბრის შუა რიცხვები, უფრო მეტად, ეს არის ნოემბრის ბოლო. გრიპის კლინიკური სურათი და კოვიდის კლინიკური სურათი, თითქმის იდენტურია, კლინიკური გარჩევა რთულია, გარჩევა ძირითადად ლაბორატორიულად ხდება. გრიპის დროს, ცხვირ-ხახაში გრიპის ვირუსს აღმოაჩენთ, კოვიდინფექციის დროს აღმოჩნდება კორონავირისი. ამიტომ, ამას მსოფლიო მთლიანად ყურადღებით ეკიდება, ეს პირველი სეზონი იქნება, როცა გრიპი და კორონავირუსული ინფექცია ერთად იქნება, ანუ თანაარსებობა იქნება. ერთი მხრივ, ეს ძალიან საფრთხილოა, რადგან ურთიერთდამძიმების პოტენციალი შეიძლება ჰქონდეთ. ამიტომ, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ჩვენთან გრიპზე რისკჯგუფების აცრა დაიწყება და რისკჯგუფები აუცილებლად უნდა აიცრან. სახელმწიფოს 135 000 დოზა აქვს ამ რისკჯგუფებისთვის ნაყიდი, ასევე კერძო სექტორს აქვს შესაბამისი შეკვეთები და წელს გრიპის აცრა უფრო გაფართოვდება. შარშან, თუ სახელმწიფომ 100 000 ადამიანი ავცერით, წელს 135 000 იქნება აცრილი და ვცდილობთ, კიდევ დამატებითი დოზები იქნეს შეძენილი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა