„თავისუფალმა საქართველომ“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როინ ხიჯაკაძე წარადგინა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „თავისუფალმა საქართველომ“ საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატად როინ ხიჯაკაძე წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან მიაწოდეს.

პარტიის ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, პარტია წინასაარჩევნო პოლიტიკური ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შედის.

„ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ამომრჩევლებს და მათ უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ. საზოგადოება გადაიღალა ორპოლუსიანი პოლიტიკური დაპირისპირებით, რომელსაც ძნელიც კი არის, პოლიტიკური უწოდო. ის რაც დღეს ხდება, ეს უფრო ერთმანეთთან კრიმინალური სახის ანგარიშსწორებაა, ვიდრე პოლიტიკა, ამიტომ ხალხის პირდაპირი დაკვეთა ასეთია - უნდა მოვიდეს მესამე ძალა, რომელიც ქართულ სინამდვილეში ამ ქაოსს დაასრულებს და ქვეყანას მომავალი განვითარების სრულ შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე განმარტებით, „თავისუფალი საქართველო“ სწორედ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც საზოგადოებას ალტერნატივას სთავაზობს.

„მაშინ, როდესაც ჩვენი მოწინააღმდეგეები წინასაარჩევნოდ მილიონებს ხარჯავენ, ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი მთავარი „კაპიტალი“ ჩვენი ეროვნული პრინციპები, პროფესიონალიზმი და გამოცდილებაა. ამ წლების განმავლობაში უამრავმა ადამიანმა მიიღო ჩვენგან გაწეული რეალური დახმარება. ასობით ოჯახი მევახშეებისგან დავიცავით, ასობით ოჯახს კი „იაფი მედიკამენტების“ პროგრამა შევთავაზეთ, რომელმაც იმდენად დიდი ეფექტი გამოიღო, რომ დღეს ერთ-ერთი უდიდესი სააფთიაქო ქსელი ჩვენი თამაშის წესებს დასთანხმდა. მომავალში ეს პროცესი სხვადასხვა მიმართულებით კიდევ მეტ მასშტაბებს მოიცავს“,- განაცხადა კახა კუკავამ.

მაჟორიტარობის კანდიდატის როინ ხიჯაკაძის აზრით კი, ქვეყნის გადარჩენა არა რომელიმე გარე ძალაზე, არამედ თავად ქართველ ხალხზეა დამოკიდებული.

„მსოფლიო გლობალურ პროცესებთან დაკავშირებით საქართველო იზოლირებული ვერ იქნება, თუმცა ჩვენმა ქვეყანამ მისი ეროვნული ინტერესებით უნდა იხელმძღვანელოს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართველ ხალს რეალური შანსი აქვს ქვეყნის მართვის სათავეში ეროვნული ძალების მოყვანას შეუწყოს ხელი. მჯერა, ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს და შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისიდან ყველანი ერთად გამოვალთ“,- განაცხადა როინ ხიჯაკაძემ.

პარტიის ინფორმაციით, 6 სექტემბერს „თავისუფალი საქართველო“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გორში წარადგენს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა