მამუკა ხაზარაძე - ივანიშვილი ყველანაირი მეთოდით ეცადა, რომ ჩვენთვის ჩირქი მოეცხო, მაგრამ ეს არ გამოუვა, ვპირდები, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება!

ბიძინა ივანიშვილი ყველანაირი მეთოდით ეცადა, რომ ჩირქი მოეცხო ამ იდეისთვის და პირადად ჩვენთვის, მაგრამ მას ეს არ გამოუვა. მე მას ვპირდები, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება,- ამის შესახებ პარტიის “ლელოს საქართველოსთვის” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხაზარაზე ამბობს, ანაკლიის პორტი იქნება “საქართველოს კარიბჭე” მთელ მსოფლიოში.

“ეს არ არის პირველი შეფასება. ანაკლიის პორტის გაჩერება ეს არ არის მარტო ჩვენი, სახელმწიფოს, ქვეყნის უზარმაზარი პრობლემა, ეს არის დანაშაული ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართ, რომელიც ჩაიდინა ბიძინა ივანიშვილმა თავის დამქაშებთან ერთად. მან საუკუნის პროექტი ჩააგდო. ყველანაირი მეთოდით ეცადა, რომ ჩირქი მოეცხო ამ იდეისთვის და პირადად ჩვენთვის, მაგრამ მას ეს არ გამოუვა! მე მას ვპირდები, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის კარიბჭე მთელ მსოფლიოში. ეს იქნება მძლავრი ბოძი, პირველ რიგში, სამეგრელოს ფეხზე დაყენების და მეგრელი კაცის ეკონომიკურად გამართვის, იმიტომ, რომ სამეგრელოს გამდიდრება და ფეხზე დაყენება არის პირველი ნაბიჯი აფხაზებთან სერიოზული დიალოგის დაწყების და რეინტეგრაციის. ამოცანაა, რომ “ქართული ოცნება” გავისტუმროთ. უამრავი პროექტი გააჩერეს ჩვენი ქვეყნის განვითარების და ქვეყანა შეიყვანეს ჩიხში. ეს ჩიხი უნდა გავხსნათ და ძალიან დიდი ნაბიჯებით და სრული სვლით დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა”,- განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს