ირანში გამდიდრებული ურანის რაოდენობა საერთაშორისო შეთანხმების ნორმებს 10-ჯერ აღემატება

ირანში გამდიდრებული ურანის რაოდენობა საერთაშორისო შეთანხმების ნორმებს 10-ჯერ აღემატება,- ამ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.

მათი მტკიცებით, ამ დროისთვის ირანში გამდიდრებული ურანის რაოდენობამ 2 100 კილოგრამს გადააჭარბა. აღნიშნული მონაცემები სააგენტომ მას შემდეგ მოიპოვა, რაც ირანის ხელისუფლებამ მათ ერთ-ერთი ბირთვული ობიექტის დათვალიერების უფლება მისცა.

შეგახსენებთ, გასულ წელს, ირანმა 2015 წელს გაფორმებული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებიდან ეტაპობრივი გასვლა დაიწყო. შედეგად კი, ქვეყანა ვალდებული აღარაა ურანის გამდიდრებაზე დაწესებული შეზღუდვები დაიცვას. ამის გამო აშშ-მა ირანს სანქციები დაუწესა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა