ინდოეთი და ჩინეთი სადავო საზღვრის გასწვრივ დაძაბულობის შემცირებაზე შეთანხმდნენ

ინდოეთი და ჩინეთი სადავო საზღვრის გასწვრივ დაძაბულობის შემცირების მიმართულებით მუშაობაზე შეთანხმდნენ, - „როიტერსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

სააგენტოს ცნობით, ინდოეთის თავდაცვის მინისტრ რაჯნათ სინგსა და ჩინელ კოლეგა გენერალ უეი ფენგს შორის შეხვედრა მოსკოვში „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ არცერთმა მხარემ არ უნდა ჩაიდინოს ისეთი ქმედება, რაც სიტუაციის გართულებას გამოიწვევს ან სასაზღვრო ზონებში მდგომარეობას გაართულებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივნისში, ინდოელ და ჩინელ ჯარისკაცებს შორის ჰიმალაის სასაზღვრო რეგიონში მომხდარ შეტაკებას 20 ინდოელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინციდენტის შემდეგ საზღვრის გასწვრივ ორივე მხარემ დამატებითი ძალები განალაგა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა