ბანგლადეშში, მეჩეთში აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში, ნარაიანგანჯის რაიონში, მეჩეთში აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, არ არის გამორიცხული, დაღუპულების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, ვინაიდან ზოგიერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაზი, სავარაუდოდ, მეჩეთში იყო დაგროვილი, სადაც ფანჯრები დახურული იყო.

„ვვარაუდობთ, რომ გაზსადენიდან გაჟონილი გაზი მეჩეთში დაგროვდა, სადაც ფანჯრები დახურული იყო. ხოლო როდესაც იქ კონდიციონერი ჩართეს, აფეთქება მოხდა,“- განაცხადა სახანძრო სამსახურის უფროსმა აბდულა ალ არეფინმა.

მისივე თქმით, მეჩეთში ექვსივე კონდიციონერი აფეთქდა. ხელისუფლებამ მომხდარის გამოძიება დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო