მამუკა ხაზარაძე - „ლელო” ჩრდილოვან კაბინეტს წარმოადგენს, სადაც მინისტრობის კანდიდატები მხოლოდ ჩვენი გუნდიდან არ იქნებიან

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი წასული პოლიტიკაა და თუ ქართველ ხალხს განვითარება სურს, მხარი ახალ ძალას უნდა დაუჭიროს.

ამას გარდა, კითხვაზე, მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში დაუჭერს თუ არა „ლელო“ მხარს ოპოზიციას, ხაზარაძე ამბობს, რომ მისი პარტია “ქართული ოცნების” ჩამოშორების ფორმულით“ იხელმძღვანელებს.

„ჩვენი ამოცანაა, რომ “ქართული ოცნება” გავისტუმროთ ხელისუფლებიდან. ნომერ პირველი ამოცანაა, რომ “ქართული ოცნება” პირველ ტურში დავამარცხოთ, თუ მეორე ტურში მსგავსი რამ მოხდება, შერჩევითად ვნახავთ ჩვენს პოზიციას, მაგრამ აქაც ვიხელმძღვანელებთ “ქართული ოცნების” ჩამოშორების ფორმულით”,- განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც ის აღნიშნავს, „ლელო“ საკუთარ პარტიულ სიას და ასევე, პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს ოქტომბრის დასაწყისამდე წარადგენს.

„სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში “ლელო” წარმოდგენს ჩრდილოვან კაბინეტს, სადაც იქნებიან “ლელოს” მიერ წარდგენილი მინისტრობის კანდიდატები. არა მხოლოდ ჩვენი გუნდიდან, არამედ სხვა კანდიდატები იქნებიან, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება”,- განაცხადა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო