სერგი კაპანაძე - „ნაცმოძრაობის“ გადასაწყვეტია, უღირთ თუ არა კახა ოქრიაშვილთან თანამშრომლობა

„ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, მნიშვნელოვანია თუ არა მათთვის კახა ოქრიაშვილის დამოკიდებულება სხვადასხვა თემის მიმართ და უღირთ თუ არა ამის გამო მასთან თანამშრომლობა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობისა“ დეპუტატ კახა ოქრიაშვილის თანამშრომლობის საკითხს გამოეხმაურა.

სერგი კაპანაძის თქმით, „ევროპული საქართველოსთვის“ კახა ოქრიაშვილი მიუღებელია პროპორციული სისტემის მიმართ მისი დამოკიდებულების გამო.

„ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა მაჟორიტარები თითქმის ყველა ოლქში და რამდენიმე ოლქი დაგვრჩა და იქაც მალე გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ და კახა ოქრიაშვილის პარტიის ბლოკად გაფორმებას და მათ შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარებს, მიგვაჩნია, რომ ეს მათი პირადი და შიდა საქმეა. ჩვენ შეგვიძლია ხაზი გავუსვათ, რომ ოქრიაშვილს, მისი პროპორციული სისტემისადმი დამოკიდებულების გამო, იმისადმი რასაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა, ამ ყველაფრის გამო, მასთან „ევროპული საქართველო“ არ იქნება არანაირი ტიპის ურთიერთობაში. რაც შეეხება სხვა პარტიას, მათი საქმეა და მათი გადასაწყვეტია ეს ყველა ფაქტორი მნიშვნელოვანი არის თუ არა და ამისდა მიუხედავად უღირთ თუ არა ჰქონდეთ მასთან ასეთი ურთიერთობები“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა