სვეტლანა ტიხანოვსკაია პოლონეთს ესტუმრება

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია 9 სექტემბერს ვარშავაში ჩასვლას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები არასამთავრობო ორგანიზაცია Bialoruski Dom-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„9 სექტემბერს, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ზუსტად 1 თვის შემდეგ, სვეტლანა ტიხანოვსკაია ვარშავაში მცხოვრებ ბელარუსელებს შეხვდება,“ - აღნიშნულია ორგანიზაციის Facebook გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ტიხანოვსკაიას დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პაველ იაბლონსკიმაც დაადასტურა.

შეგახსენებთ, ბელარუსში, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. მომიტინგეები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებენ, რომლის თანახმადაც ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 80.1 % მიიღო. ისინი ლუკაშენკოს გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელმაც ოფიციალური შედეგების თანახმად ხმების 10.12% მიიღო, არჩევნების შემდეგ ბელარუსი დატოვა და ლიეტუვას შეაფარა თავი.

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ეკა ლეკაშვილი - ხელისუფლებამაც და საზოგადოების ნაწილმა ისწავლა კოვიდ ინფექციასთან თანაცხოვრება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
თბილისს უახლოეს ხანში ძველი თბილისის შთაგონებით შექმნილი გასტრონომიული დუქანი "რიგი" შეემატება
„ევრონიუს ჯორჯია“ ქართულენოვანი მაუწყებლობის დაწყებას აღნიშნავს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TEDQUAL სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი კავკასიის უნივერსიტეტში
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ხელოვნური ინტელექტი ევრაზიაში – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პანელი თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმზე
BTU-ს „ინიციატივა 5.0” და უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად
Samsung The Sero - ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის, რომ შენს სმარტფონს მოერგოს