თენგიზ ცერცვაძე ქორწილში მყოფის დაინფიცირებაზე - რა ვქნათ, ქართველები ლაღი ერი ვართ, ამით უფრო ვგავართ იტალიელებს და ესპანელებს

რა ვქნათ, სიმართლეს თვალებში შევხედოთ. ცოცხალი ადამიანები ვართ, ქართველები ლაღი ერი ვართ. ამით უფრო ვგავართ იტალიელებს და ესპანელებს, ვიდრე სკანდინავიელებს ან გერმანელებს, - ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის მიხედვითაც გასულ კვირას ქორწილში მყოფ ორ სტუმარს ახალი კორნავირუსი დაუდასტურდა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ვირუსთან მიმართებით ქვეყანაში კონტროლი მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ რომ იმაზე მეტი ძალა გამოიყენოს, ვიდრე დღეს საჭიროა, მაშინ ამას სხვა გართულებები ექნება, რაც დიდ დისკომფორტს გამოიწვევს მოსახლეობაში.

„ხელისუფლება ცდილობს, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გამოიყენოს ის ინტერვენცია, რომელიც იმ მომენტში საკმარისია, იმისთვის, რომ ინფექცია მთელ ქვეყანაში არ გავრცელდეს. ამას ჯერჯერობით ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ახერხებს. ოპტიმისტი ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მოვახერხებთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ზედმეტად გავთამამდეთ და უგულებელვყოთ საფრთხე. ჩვენ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რასაც მივაღწიეთ და უნდა შევასრულოთ ელემენტარული რეგულაციები, რომელიც გაწერილია. ეს რეგულაციები, დამიჯერეთ, არ არის ისეთი, რომ შეუძლებელი იყოს მისი შესრულება. ესაა პირბადეების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა დახურულ სივრცეში, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება, სანიტაიზერებით ხელის ჰიგიენა. ეს მინიმალური შეზღუდვებია და როგორღაც, ნუ გავატანთ ქარს იმას, რასაც მივაღწიეთ. მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ ყველანაირი საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელია, მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ ყველა საფრთხემ უკვე ჩაიარა, ეს თვითონ შეიცავს უდიდეს საფრთხეს. ეს არ უნდა გავაკეთოთ, ნუ ჩავთვლით, რომ ყველა საფრთხემ ჩაიარა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კითხვაზე, მიუხედავად შემთხვევების დაფიქსირებისა ხელისუფლებამ ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიიღო, ეს ხომ არ უკავშირდება პოლიტიკას, თენგიზ ცერცვაძე პასუხობს, რომ არა.

„არა, იმიტომ, რომ თავიდან, როდესაც პანდემია იწყებოდა რისკის მოლოდინი მაშინ მეტი იყო. არავინ ვიცოდით, რა კანონზომიერებით განვითარდებოდა ეს პანდემია. საფრთხე იყო იმისა, რომ საგანგებო ზომების გარეშე დაავადებას საქართველოში მასიური გავრცელების სახე მიეღო. ახლა, მთელმა მსოფლიომ შეიძინა გამოცდილება, მათ შორის ჩვენც, თუ რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, რა შემთხვევებში. ამ გამოცდილების საფუძველზე ექიმებიც და სამთავრობო გუნდიც ვთვლით, რომ ამ მოცულობის მატება და ისიც, რომ ზოგიერთ ლოკალიზაციაზე არ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ქვეყნისთვის, არ მოითხოვს საგანგებო ზომებს და ჩაკეტვას. ქვეყანამ ისწავლა პანდემიის მართვა მათ შორის კლინიკური სექტორი გაცილებით მომზადებულია და დღეში, ის ორი თუ სამი ათეული შემთხვევა კლინიკური სექტორისთვის რაიმე დიდ დატვირთვას არ წარმოადგენს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა