ფარული ჩანაწერების თანახმად, არასრულწლოვანი აცხადებს, რომ თუ მას მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ, მამამისი შაქარაშვილის ბიძას გაუსწორდება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების საპატიმრო საკნებში დამონტაჟებული ფარული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ. თანამესაკნესთან საუბარში აცხადებს, რომ თუკი, მას მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ, მამამისი შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს გაუსწორდება.

როგორც არასრულწლოვანი ამბობს, რომ ის დანარჩენებს უყვიროდა შაქარაშვილს შეშვებოდნენ, თუმცა, ისინი არ გაჩერდნენ.

აღნიშნულ ფარულ ვიდეოჩანაწერს ტელეკომპანია „ტვ პირველი“ ავრცელებს.

„6 ხომ ვართ, 5-ს აქვს დამძიმებული, მეექვსესთან ერთად ვარ მე მაგ დროს, ზუსტად ერთი და იგივეს ვაკეთებთ, ვისაც მუხლი არ აქვს დამძიმებული, მივედით და უკან მანქანაში დავბრუნდით, მე მაქვს დამძიმებული და იმას - არა, თვითონაც ამბობს, ზ.ხ. ჩემთან ერთად იყოო და კაკიც იძახის, რომ ზ.ხ. ამასთან ერთად იყოო. აუ, მამაჩემი იმას დედის მ.... მე რომ „სროკი“ მომცენ, ბიძა ხომ იცი, ბიძა, მაგას დედას მ... რის გამო და ტყუილუბრალოდ „სროკი“ რომ მომცენ...ყველა „გასროკეთო“ მაგას იძახის და ამათმაც ეგ დაწერეს, რომ 5 „ისროკებიან“, თამაზა გაგიჟდება ბ...შვილი ვიყო. რეალურად როგორ არ აინტერესებს მაგ... შენ ნახე, თუ მამაჩემი გლდანში არ მოიყვანონ ღმერთმა დაიფაროს, მე რომ „გამსროკონ“, მამაჩემს ეგრევე „გასროკავენ“, თან კიდია, ნაომარია, სპეცრაზმში ნამყოფია. შენ ძმობას გეფიცები, თუ არ მეყვირა, შეეშვით წამოდით-მეთქი, მაგრამ არ ჩერდებოდნენ“, - აცხადებს არასრულწლოვანი ზ.ხ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო