სოფელ რუისპირში მოკლული მამაკაცის ოჯახის წევრები მომხდარის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მოკლული 47 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები მომხდარის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ.

როგორც მედიასთან მოკლულის ძმამ განაცხადა, სავარაუდოდ, საქმე თანხას უკავშირდებოდა.

მისივე თქმით, მკვლელობის ამბავი ბიძაშვილისგან გაიგო და როცა შემთხვევის ადგილზე მივიდა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

„მე შევესწარი ჩემი ძმის და იმ პირის შეხვედრას. ჩვეულებრივი საუბარი ჰქონდათ და შემდეგ მე შემოვედი სახლში. ჩემი ძმის ამბავი ჩემმა ბიძაშვილმა გამაგებინა. მე, როცა ვნახე, უკვე გარდაცვლილი იყო და დანარჩენი არაფერი ვიცი. სავარაუდოდ, ამ დაპირისპირების მიზეზი იყოს ის, რომ ჩემი ძმისგან ყიდულობდა ის ბიჭი მანქანას და თანხის დაკლებას თხოვდა, ჩემი ძმა არ უკლებდა და სავარაუდოდ, თანხაზე ვერ შეთანხმდნენ და ამას მოჰყვა ეს ამბავი“, - განაცხადა დაღუპულის ძმამ.

როგორც გარდაცვლილის ბიძაშვილი ია ტუხაშვილი აცხადებს, დაპირისპირებას წინ ხმამაღალი საუბარი არ უძღოდა.

„არ დაგვინახავს ვინ იყვნენ. დაუძახეს და გაიყვანეს გარეთ. ჩვენ არ ვიცით, რაზე საუბრობდნენ, თუმცა ხმამაღალი საუბარი არ ყოფილა. ჩვეულებრივად საუბრობდნენ და უეცრად გაისმა გასროლის ხმა“, - განაცხადა ია ტუხაშვილმა.

ერთ-ერთი ადგილობრივის ლეილა ჩიბილაშვილის განცხადებით, გასროლის შემდეგ დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

„გასროლამდე არანაირი ხმა არ გაგვიგია. 2 გასროლის ხმა გავიგე, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან ფოიერვერკი მეგონა. შემდეგ დავინახე პატრულის მანქანები და გარეთ გამოვედი. მეზობლები შორიდან ვუყურებდით ადგილზე ვერ მივიდოდით. მე როგორც გავიგე, დამნაშავემ გარდაცვლილისგან იყიდა მანქანა და ჯარიმა იყო გადასახდელი. ეს ბიჭი გარდაცვლილს სთხოვდა ჯარიმის გადახდას, როგორც ვიცი 50 ლარი იყო ჯარიმა და სთხოვდა შენი მანქანა იყო და შენ უნდა გადაიხადო ეს ჯარიმაო და ამაზე ვერ მორიგდნენ. კისერში ჰქონდა ჭრილობები მიყენებული. დამნაშავე გაიქცა, მაგრამ ვიცით, რომ სოფელი იყალთოდან არის. ძალიან დაგვენანა, გარდაცვლილი ძალიან კარგი ადამიანი იყო“, - განაცხადა ლეილა ჩიბილაშვილმა.

ცნობისთვის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში 47 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა