მედია - დონალდ ტრამპის მხარდამჭერ ღონისძიებაზე ტეხასის შტატში ტბაში რამდენიმე ნავი ჩაიძირა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერ ღონისძიებაზე ტეხასის შტატში რამდენიმე ნავი ჩაიძირა. „როიტერის“ ინფორმაციით, ნავების აღლუმი ტრევისის ტბაზე იყო ორგანიზებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ტბაში ერთდროულად ბევრი ნავის ყოფნამ ტალღები წარმოშვა, რა დროსაც მინიმუმ 4 ნავი ჩაიძირა, ნავების ნაწილი კი კლდეებს შეეჯახა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ღონისძება სახელწოდებით „ტრევისის ტბის ნავების აღლუმი ტრამპისთვის“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაანონსდა, სადაც ყველა ფორმისა და ზომის ნავების მეპატრონეებს აღლუმში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ.

ტრევისის ტბა არის წყალსაცავი მდინარე კოლორადოზე, რომელიც პოპულარული ადგილია ნაოსნობისთვის, თევზაობისთვის, ცურვისა და სხვა გასართობი აქტივობებისთვის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა