ამირან გამყრელიძე - გურიაში კორონავირუსის შემთხვევები დაკავშირებულია ფართომასშტაბიან ქორწილთან-ვცხოვრობთ პანდემიის პირობებში, თავი უნდა შევიკავოთ

კორონავირუსის შემთხვევების ნაწილი გურიაში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება, - აღნიშნულიას შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან საზოგადოებას შეახსენა, რომ 100 ადამიანზე მეტის შეკრება კანონით აკრძალულია და ყველას მოუწოდა, რომ ხალხმრავალი შეკრებებისგან თავი შეიკავონ.

„გურიაში გვაქვს შემთხვევები, სამი გვქონდა გუშინ და დღეს დილას კიდევ ერთი დაემატა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბანში გაფართოებული ეპიდკვლევა დაიწყო. ასევე კვლევები მიმდინარეობს ოზურგეთის რაიონში. მინდა ერთი განცხადება გავაკეთო, ეს შემთხვევები დაკავშირებულია დიდ, ფართომასშტაბიან ქორწილთან. ეს მოწოდება ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ, ვცხოვრობთ მთელ მსოფლიოში პანდემიის და საქართველოში ეპიდემიის პირობებში. აკრძალულია კანონით 100 ადამიანზე მეტის შეკრება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, თავი უნდა შევიკავოთ, ეს არის განსაკუთრებულად მომეტებული რისკი, როცა ბევრი ადამიანი ყოველგვარი დაცვის გარეშე იკრიბება. რაც მეტი ქორწილი იქნება ქვეყანაში, რაც მეტი ბავშვი გაჩნდება, ამას რა სჯობს, მაგრამ დროებით მეგობრებო სანამ ამ პირობებში ვცხოვრობთ, თავი შევიკავოთ ამგვარი შეკრებებისგან, რადგან ეს გახლავთ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ინფექციის შემდგომი გავრცელებისა.

გუშინაც იყო ამ საკითხზე საუბარი შესაბამის წრეებში და ვფიქრობ, რომ ამაზე შესაბამისი რეაქცია იქნება“ , - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1650 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1310-ს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო:ვცხოვრობთ პანდემიის პირობებში, თავი უნდა შევიკავოთ ფართომასშტაბიანი შეკრებებისგან - ამირან გამყრელიძე

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით