ამირან გამყრელიძე - დიდი ალბათობით, აჭარაში ე.წ. ტელევიზიის კლასტერი არ გვექნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დიდი ალბათობით აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ტელევიზიის „კლასტერი“ არ გაჩნდება.

კითხვაზე - თუ ვისი რეკომენდაცია იყო მაუწყებლობის შეჩერება, გამყრელიძე პასუხობს, რომ ეს „ადგილობრივი ეპიდემიოლოგიური სამსახურის რეკომენდაცია იყო“

„მუშაობს აქტიურად აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური, კარგია რომ ყველა გამოკვლეულია. ამ ეტაპზე, იმ ერთი შემთხვევის გარდა, ყველა უარყოფითია, მაგრამ მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკვირვება სჭირდებათ, რომ შემდგომ შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.

დიდი ალბათობით იქ ჩვენ არ გვექნება ე.წ. ტელევიზიის კლასტერი, მაგრამ ე.წ. თვითმონიტორინგი, ვინც ახლო კონტაქტი იყო, ეპიდემიოლოგები აკეთებენ და ისინი გადაჰყავთ კარანტინში ან თვითიზოლაციაში. შესაბამისად, პროცესი მალე დამთავრდება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო