ამირან გამყრელიძე - როდესაც პირველად წყაროზე ვერ გავდივართ და ეს შემთხვევები იზრდება, პირდაპირი ნიშანია, რომ ინფექციის ცირკულირება ინტენსიურია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო.

მისი თქმით, აღნიშნული გამოწვეულია რეგიონში მობილობის გაზრდით.

„აჭარაშიც და ქვეყანაშიც ინფექცია ცირკულირებს. როდესაც ჩვენ პირველად წყაროზე ვერ გავდივართ და ეს შემთხვევები იზრდება, ეს არის პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ ინფექციის ცირკულირება ინტენსიურია. ეს გახლდათ პროგნოზირებადი იმიტომ, რომ აგვისტოში ქვეყანაში მობილობის სერიოზული მატება გვქონდა, განსაკუთრებით აჭარაში. ნახევარი საქართველო ისვენებდა აჭარაში და მოსალოდნელი იყო, რომ აჭარაში იქნებოდა მიკრო ეპიდაფეთქება. რეგიონისთვის ეს მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ ამ თვალსაზრისით, ბევრად მაღალი მაჩვენებელი გვაქვს აფხაზეთში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა