თამარ გაბუნია - ჯანდაცვის სისტემის მზაობა ეპიდსაფრთხეებზე რეაგირებისთვის ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ დღეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მზაობა ეპიდსაფრთხეებზე რეაგირებისთვის მზად არის.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებობს სასუნთქი აპარატების, პირადი დაცვის საშუალებების და ტესტების საჭირო მარაგი.

„ჯანდაცვის სისტემის მზაობა დღეს ბევრად უფრო მაღალია მიკრო აფეთქებებისთვისაც და ეპიდსაფრთხეებზე რეაგირებისთვისაც, ვიდრე ეს იყო რამდენიმე, თუნდაც, 2-3 თვის წინ. სამეციდინო დაწესებულებების მობილიზაციის ხარისხი არის მაღალი. დღეს, 500 საწოლი არის მზად, რომ მიიღოს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები. საჭიროების შემთხვევაში, საწოლფონდის რაოდენობა გაიზრდება. არის კონკრეტული გაწერილი სქემა, იმის მიხედვით, თუ აქტიური შემთხვევების რა რაოდენობაზე მოხდება დამატებით კლინიკების მობილიზება.

რაც შეეხება პირადი დაცვის საშუალებებს, ამის მარაგიც არსებობს, ტესტების მარაგიც გვაქვს და კიდევ დამატებით იქნება შეყიდვა მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა დონორების დახმარებით, ჩვენ გვაქვს გარკვეული სარეზერვო დახმარება გადაუდებელი დახმარების აღჭურვილობის, მათ შორის სუნთქვის აპარატების, ასე რომ მზაობის ხარისხი არის საკმარისად მაღალი“, - განაცხადა გაბუნიამ.

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2021
მსოფლიო 2021 წლის ინტელექტუალური საკუთრების დღეს სლოგანით  - „ინტელექტუალური საკუთრება და მცირე და საშუალო საწარმოები: თქვენი იდეების კომერციალიზაცია“ აღნიშნავს
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა