მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა. Worldometers-ის მონაცემებით, ვირუსი ამ დრომდე 27 079 000-ზე მეტ ადამიანს აღმოაჩნდა, ხოლო მათგან 884 000-მდე პაციენტი გარდაიცვალა.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 19.1 მილიონს აღემატება. ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 6.9 მილიონია.

დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში კვლავ აშშ ლიდერობს. აქ ვირუსის 6.4 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 192 000-ზე მეტი პირი გარდაიცვალა. მეორე ადგილზეა ბრაზილია 4.1 მილიონი ინფიცირებულით, ხოლო მესამეზე - ინდოეთი, სადაც „კოვიდ-19“ უკვე 4 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს