ინდოეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 90 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მსოფლიოში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

ინდოეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 90 632 შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია მსოფლიოში. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მისივე მონაცემებით, ვირუსს ბოლო დღე-ღამეში კიდევ 1 065 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვი 70 626-მდე გაიზარდა.

ხელისუფლების მონაცემებით, ინდოეთში კოვიდ-19-ით სულ 4.1 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 3.2 მილიონამდე პაციენტი უკვე განიკურნა.

ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით ინდოეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა