ბელარუსში ბოლო საპროტესტო აქციების დროს 91 ადამიანი დააკავეს

ბელარუსში, შაბათს, 5 სექტემბერს გამართული არასანქცირებული საპროტესტო აქციების დროს ათობით ადამიანი დააკავეს. როგორც დღეს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, 5 სექტემბერს „მასობრივი ღონისძიებების შესახებ კანონის“ დარღვევის გამო სულ 91 ადამიანი დააპატიმრეს. მათგან 34 ადამიანი სასამართლოში საქმის განხილვამდე დროებითი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

შსს-ს ინფორმაციით, საპროტესტო აქციები 18 დასახლებულ პუნქტში გაიმართა და დემონსტრანტების საერთო რიცხვმა დაახლოებით 4 000 შეადგინა. მინსკში არასანაქცირებული ღონისძიება 8 სხვადასხვა ადგილას ჩატარდა.

სამინისტროს პრესსამსახურში ასევე იტყობინებიან, რომ კვირას, დღის განმავლობაში მინსკში რამდენიმე გამზირი გადაიკეტა, რამდენადაც ბელარუსის დედაქალაქში მორიგი არასანქცირებული საპროტესტო აქციების გამართვაა მოსალოდნელი.

შეგახსენებთ, ბელარუსში, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. მომიტინგეები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებენ, რომლის თანახმადაც ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 80.1 % მიიღო. ისინი ლუკაშენკოს გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო