რუსეთი გერმანიას ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული მასალების ოპერატიულად გადაცემას სთხოვს

მოსკოვი 24 საათის განმავლობაში მზად არის ბერლინთან თანამშრომლობისთვის, რაც ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნისთან არის დაკავშირებული და გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპერატიულად უპასუხოს რუსეთის მოთხოვნებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„მინდა შეგახსენოთ, როდესაც რუსეთის ელჩი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა, მან დასვა კითხვა, არსებობს თუ არა კონკრეტული მონაცემები, რომელთა მიღებას შეძლებდა რუსეთი, რათა შეესწავლა გამოძიებისთვის, მაგრამ მისთვის არაფერი გადაუციათ. დღესაც იგივე ვითარება გვაქვს“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, თუკი ბერლინს სურს ოპერატიულობა, პირველ რიგში, ეს ოპერატიულობა გერმანულმა მხარემ უნდა გამოავლინოს.

იხილეთ ვიდეო:რუსეთი გერმანიას ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული მასალების ოპერატიულად გადაცემას სთხოვს

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა