გიგა ბოკერია - სააკაშვილს 2012 წლამდე არსებული ვითარების დაბრუნება სურს, ივანიშვილს დღევანდელის შენარჩუნება და ჩვენი ამოცანაა გარდამტეხი ცვლილებები

როგორც ჩანს, ამ კაცს (მიხეილ სააკაშვილს), „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა 2012 წლამდე არსებული ვითარების დაბრუნება, ივანიშვილს სურს დღევანდელი ვითარების შენარჩუნება, სადაც კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება აქვს და ხალხი ფეხებზე ჰკიდია და „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა გარდამტეხი ცვლილებები, - ამის შესახებ ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს, თუმცა, „ევროპული საქართველოს“ გეგმები ვინმეს დაბრუნებასთან დაკავშირებული არ არის.

„ჩვენი „ევროპული საქართველოს“ გეგმა უკავშირდება არა ვინმეს ჩამოსვლას ან არჩამოსვლას ან მუქარას, არამედ ამ ქვეყნის მომავალს, გარდამტეხ ცვლილებებს, სწორ გზაზე დადგომას სწორი კომპასით, რომ ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდეს ყველა მიმართულებით და ეს პოლიტიკური მარაზმი, რაც ივანიშვილმა შექმნა, დასრულდეს. ყველას დევნა უნდა დასრულდეს, მაგრამ ჩვენი გეგმები არ არის დაკავშირებული ერთ კაცთან ან ვინმეს დაბრუნებასთან“, - განაცხადა ბოკერიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა