თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - წარმოვადგენ ჩვენებებს, რომლებიც უკავშირდება შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ ავტომობილს - მწყემსების ჩვენებებს, რომელიც არსებითად ცვლის სურათს

დეა კაპანაძის მიერ მიწოდებული ყველა ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებული იყო თამარის მხრიდან მანამდე არსებულ თვითმკვლელობის მცდელობასთან აღმოჩნდა სიცრუე , - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

რამიშვილმა იმ მოწმეების ჩვენებებიც გააჟღერა, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილის მხრიდან სკოლაში თვითმკვლელობის მცდელობას უარყოფენ.

"ჩემს მიერ დაკითხულები არიან თამარის კლასელები, რომლებმაც შესაბამისი პასუხი გამცეს: „არცერთ კლასში, არცერთ დროს არ მახსოვს და არც მეგობრებისგან არ გამიგია, რომ თამარს თავი მოეწამლოს, ან ვენები გადაეჭრას და ჩემს რომელიმე კლასელს ამდგავარი რამ ეთქვას,“ - ეს არ არის ერთი ადამიანის ჩვენება, გურამ ჯერანაშვილის. აღნიშნულს ასევე ადასტურებს მოწმე დავით გოგლაძე. ამით კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რომ გამოძიება ამით ცდილობს თვითმკვლელობის ვერსია გაამყაროს დეა კაპანაძის ჩვენებით“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, პერიოდულად სხვა ჩვენებებსაც წარმოადგენს, რომლებიც საქმის სურათს არსებითად შეცვლის.

"მე პერიოდულობით აუცილებლად წარმოვადგენ დანარჩენ ჩვენებებს რომლებიც უკავშირდება შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ ავტომობილს, მწყემსების ჩვენებებს რომლებიც არსებითად ცვლის სურათს. კიდევ ერთხელ ვითხოვ პროკურატურისგან, რომ მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპით სატელიტიდან გადაღებული სურათები მოძიებული იყოს“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო