ჰონგ-კონგში დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ჰონგ-კონგში აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა 6 სექტემბერს დაგეგმილი საკანონმდებლო საბჭოს არჩევნების გადადება და ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიღებული უსაფრთხოების ახალი კანონი გააპროტესტეს.

პოლიციის ინფორმაციით, აქციაზე სამართალდამცველებმა 90-მდე ადამიანი დააკავეს. აქციაზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. პოლიცია დაკავებების მოტივად უკანონო შეკრებას ასახელებს.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო საბჭოს არჩევნები კორონავირუსის პანდემიის მიზეზით ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომავალი წლის ივლისამდე გადადო. ამ ნაბიჯმა ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან საბჭოში უმრავლესობის მოპოვებას იმედოვნებდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს