„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზა“ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საქართველოს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მათ მიერ განხორციელებულ პროექტებზეა საუბარი.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„5 სექტემბერს, ტელეკომპანია „მთავარი“ გადაცემაში „მთავარი შაბათს“ გასული სიუჟეტით, კიდევ ერთხელ შეეცადა დამახინჯებულად, ყალბად და რეალობასთან შეუსაბამოდ წარმოეჩინა საქართველოს რკინიგზის მიერ განხორციელებული მორიგი წარმატებული პროექტი და საზოგადოება შეეყვანა შეცდომაში, რომ თითქოს ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი გამოუსადეგარი აქტივი მენეჯმენტის მიერ „ახლად აყრილი“ ლიანდაგებია.

მოგახსენებთ, რომ რეალურად, 2020 წლის თებერვალში სს "საქართველოს რკინიგზამ" 4 რეგიონში (თბილისი, რუსთავი, კახეთი, გარდაბანი) დაიწყო კუთვნილი ამორტიზირებული აქტივის ინვენტარიზაცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით. რკინიგზის აქტივები, მათ შორის რელსები, ტექნიკური მაჩვენებლების მიხედვით ექსპლუატაციის ვადებისა და პირობების გათვალისწინებით, დროთა განმავლობაში ხდება გამოუსადეგარი. აღნიშნული აქტივი, რომელიც აღარ გამოიყენება რკინიგზის საოპერაციო საქმიანობისთვის, ათწლეულების განმავლობაში მიმოფანტული იყო სხვადასხვა ობიექტზე. ბუღალტრული მონაცემებით, არსებული ნაშთები რეალურად შეგროვდა, დახარისხდა, აიწონა და დასაწყობდა რუსთავის ბაზაში.

გამოუსადეგარი აქტივის საბალანსო ნარჩენი ღირებულება ტონაზე დაახლოებით შეადგენს 2 ლარს, მისი რეალიზაციის შემთხვევაში დამოუკიდებელი აუდიტის მიერ განსაზღვრულმა ფასმა შეადგინა დაახლოებით 420 ლარი, ხოლო საბოლოოდ, ღია საჯარო ელექტრონულ აუქციონზე (სადაც 2 პრეტენდენტი იბრძოდა) აღნიშნული უსარგებლო აქტივის რეალიზაცია მოხდა ტონა 755 ლარად, ჯამში 7.55 მილიონ ლარად.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ინვენტარიზაციის და სრული რეალიზაციის პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს რკინიგზამ უსარგებლო აქტივი გაასხვისა და კომპანიას მოუტანა დამატებითი შემოსავალი, რომელიც არ იყო გათვალისწინებული წლიურ შემოსავალში.

მოვუწოდებთ ტელეკომპანიას, მომავალში თვითინფორმირებულობის მიზნით მაინც მოგვმართოს კითხვით, რათა თავიდან აირიდოს არაკომპეტენტური, ცრუ და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით გამოწვეული უხერხულობა." - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა