ლინას ლინკევიჩუსი - ევროკავშირის უმოქმედობა ბელარუსის საკითხში ძირს უთხრის საგარეო პოლიტიკის სანდოობას

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ ევროკავშირის უმოქმედობა ბელარუსთან დაკავშირებით ძირს უთხრის მისი საგარეო პოლიტიკის სანდოობას. ამის შესახებ ლინკევიჩუსმა „Financial Times“-ს განუცხადა ინტერვიუში, რომელიც 6 სექტემბერს გამოქვეყნდა.

მისივე თქმით, საჭიროა, ევროკავშირმა წაახალისოს დემოკრატია და დაუპირისპირდეს ბელარუსში რუსეთის გავლენას.

მან აქვე აღნიშნა, რომ ევრობლოკმა „კონკრეტული დახმარება“ უნდა აღმოუჩინოს ბელარუსის ოპოზიციას.

„ზოგჯერ ჩვენ ძალიან გვიან ვრეაგირებთ, ჩვენი ზომები ფრაგმენტულია და ვერ ახდენს ზემოქმედებას საზოგადოებაზე ან ხელისუფლებაში მყოფ პირებზე. როცა ჩვენ ერთგულად არ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ვალდებულებებს, ეს დაანგრევს ჩვენსავე საფუძველს. ბელარუსმა ხალხმა არ უნდა იგრძნოს თავი მიტოვებულად“, - განაცხადა ლინკევიჩუსმა.

აქვე ლიეტუვას საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ისურვებდა, ევროკავშირს პრეზიდენტ ლუკაშენკოსა და კიდევ 29 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციები დაეწესებინა, როგორც ეს მისმა ქვეყანამ ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად გააკეთა.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე