პრემიერი - თუ კარანტინის პერიოდის შემცირების შესაძლებლობა არის ისე, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არ დაზიანდეს, ეს უნდა გამოვიყენოთ

თუ კარანტინის პერიოდის შემცირების შესაძლებლობა არის ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ეს უნდა გამოვიყენოთ , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსი გლობალური პანდემიაა და მას ცალკე აღებული ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაამარცხებს.

“ჯანდაცვის სამინისტრომ და ეპიდემიოლოგებმა საბჭოს ბოლო სხდომაზე მიიღეს დავალება, შემოგვთავაზონ კარანტინის მენეჯმენტის რამდენიმე ვარიანტი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ თუ სხვებთან შედარებით ეპიდემიის გამკვლავების თვალსაზრისით ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, მაშინ კარანტინის პერიოდის შემცირების შესაძლებლობა თუ არის ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ეს უნდა გამოვიყენოთ. ამიტომ მათ ეს დავალება მიიღეს და შემდეგ სხდომაზე მოვისმენთ, რა შედეგები აქვს იმ კვლევას, რომელიც უნდა ჩაეტარებინათ. მიზანი არის მარტივი, ყველანი ვთანხმდებით, რომ ნელ-ნელა, ფრთხილად, საზღვრები უნდა გავხსნათ, ნელ-ნელა ეკონომიკა უნდა ამოძრავდეს. ვერავინ, ვერც ერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვირუსს ვერ დაამარცხებს, ეს გლობალური პანდემიაა. ჩვენ, ყველაზე მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ ვირუსის მართვა უნდა ვისწავლოთ. არ უნდა შეგვეშინდეს, თუ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა იქნება 20-30-40-ით, თუ ჩვენ ვიცით წყარო, ვიცით როგორ ვუმკურნალოთ და ვმართავთ ამ პროცესს, რა თქმა უნდა, დამატებითი შეზღუდვები ეკონომიკისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის არ უნდა შემოვიღოთ, მით უმეტეს, როდესაც საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა