გიორგი გახარია - გამოძიებამ უნდა იზრუნოს, რომ საზოგადოებაში მინიმალური კითხვები იყოს დარჩენილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და პოზიციის დაფიქსირება შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება.

მისივე თქმით, ყველაფერთან ერთად გამოძიებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ საზოგადოებაში მინიმალური კითხვები იყოს.

„ჩვენ ყველამ ბოლო დღემდე შესაძლებლობა უნდა მივცეთ გამოძიებას, რომ დეტალურად გამოიძიოს ყველაფერი. რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ საზოგადოებაში მინიმალური კითხვები იყოს დარჩენილი, მაგრამ პოზიციის დაფიქსირება ღიად შესაძლებელი იქნება მაშინ, როცა საგამოძიებო პროცესი დასრულდება. მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, პროცესია და გამოჩნდება ხან ერთი მხრიდან ხან მეორე მხრიდან, მაგრამ ამით თვითონ გამოძიების პროცესში შესვლა არ არის კორექტული. ცოტახანი უნდა დაველოდოთ“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია.

შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკლელობის მუხლით ბრალდება „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის 5 მგზავრს აქვს წაყენებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო