გორში ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მანქანის მართვისას მამას კალთაში ეჯდა

გორის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, მანქანას ბავშვის მამა მართავდა.

თვითმხილველების თქმით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას მართვისას 12 წლის შვილი კალთაში ეჯდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდი კლინიკა "გორმედში" გადაიყვანა, თუმცა მედპერსონალის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას ბავშვი გარდაცვლილი იყო. თავად ავტომობილის მძღოლს დაზიანებები არ მიუღია.

„სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შემოყვანა ავარიის შედეგად დაშვებული 12 წლის ბავშვი. კლინიკაში შემოყვანისას იგი გარდაცვლილი იყო", - აცხადებენ კლინიკაში.

ამ წუთებში ადგილზე შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ.

როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო:გორში 12 წლის მოზარდი ავარიას ემსხვერპლა - "ავტომობილს ბავშვის არაფხიზელი მამა მართავდა"

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი