აშშ-ის საელჩო - „ღირსეული პარტნიორი” ცხადად წარმოაჩენს, თუ როგორ აგრძელებენ მოკავშირე ძალები ერთობლივად მუშაობასა და წვრთნას COVID პანდემიის რთულ პირობებშიც კი

სწავლება „ღირსეული პარტნიორი” ცხადად წარმოაჩენს, თუ როგორ აგრძელებენ მოკავშირე ძალები ერთობლივად მუშაობასა და წვრთნას COVID პანდემიის რთულ პირობებშიც კი, - ამის შესახებ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გორი სტრატეგიულ მნიშვნელობას ქვეყნის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ მთავარ ავტომაგისტრალთან მდებარეობის გამო ინარჩუნებს.

"დღეს ერთობლივ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2020” მონაწილე აშშ-ის არმიის სამხედრო ტექნიკის კონვოიმ მარშირებით საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ქალაქი გორი გაიარა. ეს ქალაქი სტრატეგიულ მნიშვნელობას ქვეყნის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ მთავარ ავტომაგისტრალთან მდებარეობის გამო ინარჩუნებს. სწავლება „ღირსეული პარტნიორი” ცხადად წარმოაჩენს, თუ როგორ აგრძელებენ მოკავშირე ძალები ერთობლივად მუშაობასა და წვრთნას COVID პანდემიის რთულ პირობებშიც კი",- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო