ლევან დავითაშვილი - მინდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადო იმ პროცესში და გამოწვევებში მხარდაჭერისთვის, რამაც დღევანდელ ზეიმამდე მოგვიყვანა

მინდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადო იმ პროცესში და გამოწვევებში მხარდაჭერისთვის, რამაც დღევანდელ ზეიმამდე მოგვიყვანა. ეს ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი და წარმატებული გზის მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სამეგრელოში „თხილობა 2020“-ის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა.

მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სამინისტრომ ამერიკელი მეგობრებისგან არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ექსპერტული ცოდნაც მიიღო.

„არ შეიძლება არ აღინიშნოს მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს. ის პირველი დღიდან იყო ჩვენი მხარდამჭერი. პირველი დღიდან, როგორც კი, საქართველოში ფაროსანა გამოჩნდა, რაც რეალურად სტიქიური მოვლენა იყო სოფლის მეურნეობაში. პირველი მყისიერი დახმარება ჩვენ ამერიკელი მეგობრებისგან მივიღეთ და USAID, როგორც ამერიკის მთვარობის წარმომადგენელი იყო ჩვენს გვერდით.

ჩვენ, ამერიკელი მეგობრებისგან არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება, არამედ, ექსპერტული ცოდნა და ტექნიკური დახმარება მივიღეთ, რომ გაგვეძლიერებინა ჩვენი მცენარეთა დაცვის საშუალებები, სამსახურები, რის საფუძველზეც საქართველო იქცა ცენტრად, სადაც გამოცდილების გასაზიარებლად მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები ჩამოდიან. აქ, რა თქმა უნდა, ამერიკის დახმარება განსაკუთრებულია, თუმცა შემდგომში ბევრი მეგობარი ქვეყანა დაგვეხმარა და ყველა მათგანს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ასევე, ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა სამეგრელოს ხელისუფლებას და ფერმერებს.

„ფაროსანასთან წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მინდა მადლობა ასევე გადავუხადო რეგიონის ხელისუფლებას და ფერმერებს, იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ თხილის ბაღებში, უვლიან მოსავალს და იღებენ შედეგებს“, - განაცხადა მინისტრმა.

ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა