ბელარუსში სამართალდამცავებმა 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა სულ მცირე 100 დემონსტრანტი დააკავეს.

BBC-ის ინფორმაციით, მინსკში კვირას ათობით ათასობით ადამიანი შეიკრიბა და პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა. პოლიცია მათ ე.წ. „წიწაკის სპრეითა“ და ხელკეტებით პრეზიდენტის სასახლის ახლოს დაესხა თავს.

არასამთავრობო ორგანიზაცია Viasna-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 130 დემონსტრანტი დააკავეს, ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ დაკავებულია სულ მცირე 100 ადამიანი.

თვითმხილველებმა სააგენტო Interfax-ს განუცხადეს, რომ მინსკში სამართალდამცავებმა დაკავებები მაშინ დაიწყეს, როდესაც არასანქცირებული აქცია დასრულდა და მომიტინგეებმა სახლებში წასვლა დაიწყეს.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსი კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა, ოლგა კოვალკოვამ, დატოვა და პოლონეთს შეაფარა თავი. მისი განმარტებით, საკუთარ ქვეყანაში ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებოდა.

შეგახსენებთ, ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს და პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. საპროტესტო აქციების დროს დაღუპულია სულ მცირე ოთხი და დაშავებულია ასობით ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა