ბაღდადის აეროპორტთან სამი რაკეტა ჩამოვარდა

ბაღდადის აეროპორტთან ახლოს "კატიუშას" ტიპის სამი რაკეტა ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ერაყის საინფორმაციო სააგენტო INA ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ერთ-ერთი რაკეტა აეროპორტის ავტოფარეხს დაეცა, სადაც ოთხი ავტომობილი დაზიანდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას მსგავსი სამი ინციდენტი მოხდა. რაკეტები აეროპორტთან ახლოს და ე.წ. „მწვანე ზონაში“ ამოვარდა, სადაც უცხოური მისიები და აშშ-ს საელჩო მდებარეობს. ინციდენტებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ოფიციალური ვაშინგტონი თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ირანის მიერ მხარდაჭერილ გასამხედროებულ დაჯგუფებებს აკისრებს.

ახლო აღმოსავლეთში კონფქლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც მიმდინარე წლის იანვარში, აშშ-ის სამხედროების მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს, ბაღდადის აეროპორტში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის, „ყუდსის ძალების“ მეთაური გენერალი ყასემ სულეიმანი და ერაყის სამხედრო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ და ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული დაჯგუფებები მათი სიკვდილის გამო შურისძიებით დაიმუქრნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს