სასამართლო 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. ლუკა სირაძის ოჯახის ინტერესებს საია იცავს.

ლუკა სირაძის საქმეზე ბრალი გამომძიებელ მარიამ ჩოლოიანს აქვს წარდგენილი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

“დაველოდები, რომ სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს და ჩოლოიანს კანონის შესაბამისად მიუსჯიან სასჯელის მაქსიმალურ ვადას. იმ შემთხვევაში, თუ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანენ, რაც არ მგონია, გავასაჩივრებთ”, - განაცხადა ლუკა სირაძის ძმამ, ბექა სირაძემ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა,17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა