საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ცივწყაროს გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოებს ახორციელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ცივწყაროს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოებს ახორციელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს " დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში არანისსა და ჩინთში, ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩირდილელიანთკარსა და ქვეშეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: ხარხეთი, სალაჯური, მანასეური და გოგნაური.

„გაზიფიცირების პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება სოფელ პავლეურის, დოლასქედის და ვაშლობის მიმართულებით, ხოლო რაც შეეხება სოფელ საკრამულს და მლაშეს, აქ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ 2020 წელს დაგეგმილი სამუშაოები წარმატებით დაასრულა და მოსახლეობა ბუნებრივი აირის სიკეთეებით შეუფერხებლად ისარგებლებს ",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა