სოფელ აღაიანის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

მუნიციპალიტეტებში სოფლების სტაბილური წყალმომარაგებისთვის პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება. ამჯერად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოებზე გამოაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება 15 სექტემბერს დასრულდება. პროექტის სავარუდო ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია.

„ამ ეტაპზე, სოფელ აღაიანს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია არ ემსახურება. დასახლებაში წყალსადენის ქსელი სრულად ამორტიზირებულია, მოსახლეობის ნაწილს თვითნებურად მოწყობილი ჭები აქვს, თუმცა ზაფხულის პერიოდში ჭაში წყალი შრება და ადგილობრივებს წყლის მოსატანად დიდი მანძილის გავლა უწევთ.

პროექტით გათვალისწინებულია ახალი წყალსადენის ქსელის, სამი რეზერვუარის, ორი ჭაბურღილის მოწყობა და მოსახლეობის გამრიცხველიანება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ჭაბურღილს.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვეში უნდა დაასრულოს. რის შემდეგაც 1 500 ადამიანს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და სტაბილური წყალმომარაგება ექნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა