განათლების სამინისტროს სოციალური პროგრამის ფარგლებში, ბაკალავრიატის სტუდენტთა განაცხადების მიღება ელექტრონულად იწყება

სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მიზნით, ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განცხადებების მიღება დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა.

განაცხადების მიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში რეგისტრაციით იქნება შესაძლებელი. მსურველები 2020 წლის 7 სექტემბრიდან 28 სექტემბრის 18:00 საათამდე, ელექტრონულ პორტალზე socreg.mes.gov.ge უნდა დარეგისტრირდნენ. რეგისტრაციისა და განცხადების შევსების ინსტრუქცია კი სამინისტროს ვებგვერდზეა www.mes.gov.ge განთავსებული.

როგორც უწყებაში აცხადებენ, განათლების სამინისტრო სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამას, რომელიც უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის სრულ დაფინანსებას გულისხმობს (სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის შესაბამისად) ყოველწლიურად ახორციელებს. პროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული 13 კატეგორიის სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებას.

კერძოდ: მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სკოლის კურსდამთავრებულები;

სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან;

აზერბაიჯანულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულებისომხურენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები;

ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შვილები, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;

ობოლი (უდედმამო) სტუდენტები;მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;

სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ;სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული აქვთ/ჰქონდათ რეპანტრიანტის სტატუსი;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;

აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები;

ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის კურსდამთავრებულები;

სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით).

სოციალური პროგრამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, დასაფინანსებელ სტუდენტთა კატეგორიებისა და კატეგორიის კუთვნილების დამადასტურებელი საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალის შესახებ, განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.mes.gov.ge/content.php?id=4231&lang=geo

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა