სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ არც განმეორებით აუქციონზე გაიყიდა

სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ არც განმეორებით აუქციონზე გაიყიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდში“ განუცხადეს, საჯარო აუქციონი, რომელიც ფონდმა სასტუმროს გაყიდვის მიზნით მეორედ გამოაცხადა, მონაწილეების არარსებობის გამო არ შედგა.

ამასთან, როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, სასტუმროს გაყიდვის მიზნით აუქციონის გამოცხადება კვლავ იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ 2018 წლიდან სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილის მფლობელია. პირველი საჯარო აუქციონი „ბორჯომი ლიკანის“ სასტუმროზე ფონდმა 2019 წლის 6 დეკემბერს ჩაატარა, სასტუმროს შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი 37 565 408 აშშ დოლარი იყო, თუმცა აუქციონი ვერ შედგა მონაწილეების არარსებობის გამო. მეორე საჯარო აუქციონი, რომელზეც სასტუმროს საწყისი ფასი 30 052 326 აშშ დოლარამდე შემცირდა, 2020 წლის 4 სექტემბერს გაიმართა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა