აშშ-ში კორონავირუსის 31 395 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 403 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 31 395 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა, საერთო ჯამში, 6 276 365-მდე გაიზარდა, - აღნიშნულ მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 403 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 188 941-ს მიაღწია.

სააგენტო Reuters-ი საკუთარ ანალიზზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევები აშშ-ის 50 შტატიდან 22-ში მატულობს. ეს შტატები ქვეყნის ცენტრალულ დასავლეთსა და სამხრეთით მდებარეობენ და შედარებით ნაკლებად დასახლებულები არიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა