სომხეთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში, კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 44 845- მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე- ღამეში ქვეყანაში კოვიდ 19 -ს კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 900-ს მიაღწია.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 40 121 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს