მარინა  ეზუგბაია - ამ ეტაპზე ქვეყანაში კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ არის

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ არის.

მისივე ინფორმაციით, დაავადების კონტროლირებისთვის აუცილებელია რეგულაციების შესრულება.

„არ მგონია, კარანტინის გამოცხადებაზე იყოს საუბარი, იმიტომ რომ ხედავთ, როგორ მყისიერად ხდება თანაზომადი ღონისძიებების გატარება. ქვეყანას აქვს სიმძლავრეები, რომლითაც შეუძლია, რომ გამოავლინოს პაციენტები, პრევენცია და იზოლაცია მოახდინოს.

თვითიზოლაცია თუ საკარანტინე სივრცე დამოკიდებულია ინფიცირებული პაციენტის ყოფით მდგომარეობაზე. თუ შეუძლიათ სახლში იზოლირება, სახლში იზოლირებით გაარძელებენ მეთვალყურეობას, ბოლოში კი კვლევის ჩატარებას, ვისაც არა - საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.

აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ სწორად გავაგრძელებთ რეგულაციების შესრულებას, დისტანცირებას, პირბადეების ტარებას და ხელების ჰიგიენას, ეს იქნება დაავადების კონტროლირების წყარო“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგაბაიამ დაავადების მიმდინარეობის სტატისტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სექტემბრის პირველ კვირაში ჩატარდა 45 ათას 98 „პი სი არ“ ტესტი, აქედან 197-ს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ივლისის პირველ კვირაში ჩატარებულია 19 440 „პი სი არ“ ტესტირება, აქედან დადასტურებულია 27 გამოჯანმრთელებულია 36 ანუ, 100 ათას მოსახლეზე ახალი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ 0.7 პირი.

აგვისტოში ჩატარებული იქნა 32 ათას 34 პისიარ ტესტი, აქედან დადასტურებული გახლდათ 48, გამოჯანმრთელებული 57.

ამ თვეში, სექტემბრის პირველ კვირაში, ჩატარდა 45 ათას 98 „პი სი არ“ ტესტი, აქედან 197 გახლავთ დადასტურებული შემთხვევა, 75 გამოჯანმრთელებული, ანუ 100 ათას მოსახლეზე 5.3% არის დადასტურებული შემთხვევა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა