ირაკლი ღარიბაშვილი - „ღირსეული პარტნიორის“ მასპინძლობა ნათელი დასტურია, რომ საქართველო-აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღესაა

სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ საქართველოში მასპინძლობა ნათელი დასტურია, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღესაა,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობას გაუსვა ხაზი.

„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. ძალა პარტნიორობაშია - ეს არის ჩვენი სწავლების მთავარი გზავნილი და სწორედ ძლიერი პარტნიორობისკენ სწრაფვა გახლავთ ის სულისკვეთება, რომელმაც გლობალური პანდემიის მიუხედავად, ჩვენს წინაშე 2 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გააერთიანა.

მსოფლიოში მიმდინარე უხილავი გამოწვევის ფონზე, „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარების უწყვეტობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენს ერთობლივ მზადყოფნას, წინააღმდეგობების მიუხედავად მტკიცედ გავაგრძელოთ საერთო ღირებულებების დაცვა. „ღირსეული პარტნიორის“ საქართველოში მასპინძლობა ნათელი დასტურია, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღესაა. ჩვენ მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებულ შტატებს იმ უდიდესი როლისთვის, რომელიც მას საქართველოს დემოკრატიული მშენებლობის და თავდაცვის ძალების განვითარების ტრანსფორმაციის პროცესში მიუძღვის.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, აშშ-მა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის 4 მილიარდ დოლარაზე მეტი დახარჯა. საგარეო თავდაცვის ფონდის ფარგლებში ამერიკა წლების განმავლობაში ათობით მილიონ დოლარს ხარჯავს საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებაზე. ჩვენი საერთო მიზანია განვავითაროთ თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალები “,-განაცხადა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა