გიორგი გლუნჩაძე - ვიბრძოლოთ ბოლომდე, ვიბრძოლოთ ბოლო ამოსუნთქვამდე და დამიჯერეთ, გამარჯვება ძალიან ახლოს არის

„ლელოს“ რაიონული ორგანიზაციის წევრი გიორგი გლუნჩაძე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, მის მხარდამჭერებს მადლობას უხდის.

როგორც გლუნჩაძე სოციალურ ქსელში წერს, „ლელო” არის გარანტია იმის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში კანონი იკანონებს და მიუხედავად სოციალური სტატუსისა ის ყველასათვის ერთი იქნება.

„ჩემო მეგობრებო, თანამებრძოლებო, ჩვენი საზოგადოების რიგითო წარმომადგენლებო, უპირველეს ყოვლისა მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ჩემთვის ამ მნიშვნელოვან დღეებში გვერდით დგომისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო პრესისა და მედიის წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ჩვენი პარტიის ყველა წევრს, ხელმძღვანელი პირებიდან რიგით აქტივისტამდე. „ლელო“ მხოლოდ პოლიტიკური პარტია არ არის ჩვენთვის ჩემო თანამებრძოლებო, „ლელო“ ჩვენი სახლია, ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველოს მომავალი, „ლელო“ გარანტია იმის, რომ საქართველოში აღარასდროს იარსებებენ მშიერი ბავშვები, „ლელო“ გარანტია იმის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში კანონი იკანონებს და მიუხედავად სოციალური სტატუსისა ყველასათვის ერთი იქნება, რომ ჩვენს სახელმწიფოში ვეღარავინ, ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერ გაბედავს ხალხის კუთვნილი თანხის მითვისებას და ხალხის ხარჯზე გამდიდრებას. ჩვენი საქართველო იმსახურებს დიდ წარმატებას, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ხალხი იმსახურებს ყველაფერ საუკეთესოს და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ, ”- წერს გლუნჩაძემ.

„ლელოს” წევრის თქმით, ქვეყანაში მსგავს ძალადობას, „ლელო” ძალიან მალე მშვიდობიანი გზით დაასრულებს, ხოლო მმართველი გუნდის მოქმედებები პოლიტიკურად გახრწნილ ძალადობრივ რეჟიმად შეაფასა.

„მინდა გითხრათ, მინდა მოგიწოდოთ არ შეგეშინდეთ, სულიერად არ გატყდეთ არ შეგეშინდეთ თქვენი შვილების კეთილდღეობის და ნათალი მომავლისათვის ვიბრძოლოთ ბოლომდე“, - აღნიშნავს გიორგი გლუნჩაძე.

შეგახსენებთ, რომ გლუნჩაძეს თავს 4 სექტემბერს დაესხნენ, დაშავებული ინციდენტის შემდეგ, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდა. ახლა ის მკურნალობას სახლში აგრძელებს.

აღნიშნულ ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს