შატილის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტები მართვით სუნთქვაზე რჩებიან

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტები მართვით სუნთქვაზე რჩებიან.

მისივე ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„ჯერჯერობით, სამივე მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარება კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა